საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.
შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.
ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული - როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა.
ჩართულ მხარეებთან ერთად, ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციების და ინტერვიუების შედეგად, ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა და ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა.
ირფფ-ს რიგითი XIII ყრილობა

მიმდინარე წლის 18 მაისს, ქ. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელში, ჩატარდა
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XIII ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:
ავსტრიაში უეფას 46-ე კონგრესი გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უეფას 46-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესს საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
ევრო 2023 - საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

საქართველო 2023 წელს უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს.
Playmakers - უეფასა და დისნეის პროექტი საქართველოში

„ფლეიმეიქერს“ უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით,
მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს.
ფიფას 72-ე კონგრესს დოჰამ უმასპინძლა

31 მარტს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ფიფას 72-ე კონგრესი გაიმართა.
პანდემიის გამო, ფიფას ყოველწლიური კონგრესი ონლაინ ფორმატში იმართებოდა და ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუბრუნდა რეალურ სივრცეს.
