უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია მადრიდში

13 სექტემბერს, მადრიდში უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა და უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მიმართეს. სიტყვის გამოსვლისას ხაზი გაესვა მასობრივი ფეხბურთის ახალ წესდებას, რომელიც განვითარების ახალ სტანდარტებს დააწესებს.
სტრატეგიული განვითარების გეგმა | 2022-2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.
დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე

21 ივლისს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში

სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან.
სტიუარდთა მიღება გრძელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.
სფფ-ის 32-ე ყრილობა სასტუმრო რადისონში გაიმართა

25 მაისს, სასტუმრო რადისონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ლევან კობიაშვილმა საუბარი უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას.
სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, FIFA-სა და UEFA-ს, ასევე სოციალური და მედია პარტნიორებისა და სპონსორების განსაკუთრებულ როლს, ისაუბრა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადა სპონსორებს, მათ შორის, კოკა კოლას, ეროვნული ჩემპიონატის მთავარ სპონსორ კრისტალბეთს და სფფ-ის ახალ მხარდამჭერს, საქართველოს ბანკს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ 5-წლიან თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნაკრები გუნდების ერთიანი ბრენდ პლატფორმის შესახებ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსს, ფეხბურთის ფედერაციის გუნდს და ახალი ბრენდ პლატფორმის შექმნაში ჩართულ სხვადასხვა ჯგუფებს.
