ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ

6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანაში, 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.
სფფ-ის 31-ე ყრილობა სასტუმრო შერატონში გაიმართა

31 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

31 მაისს, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყება.
ქართველი დელეგატი ევრო 2020-ზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.
ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში უხელმძღვანელა. სხდომა, პანდემიის გამო ქვეყნებს შორის გართულებული გადაადგილების გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კომიტეტი 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა.
შვეიცარიაში უეფას 45-ე კონგრესი გაიმართა

შვეიცარიის ქალაქ მონტროში უეფას 45-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. უეფას კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
