ქვედა სიმონეთის „სიმონეთმა“ მე-3 ადგილისთვის (U8 და U9) გამართულ მატჩში თერჯოლის „საპოვნელა 2024“ 4-1 დაამარცა, ხოლო ბარდუბნის „კლდიამ“ ასევე მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩი 10-1 დაამარცხა ბარდუბნის „სათემო“.
ფინალური მატჩი (U8 და U9) გაიმართა ქუთაისის „დერბი“-ს და თერჯოოლის „საპოვნელა 2024“-ის შორის, რომელიც დასრულდა თერჯოლის „საპოვნელა 2024“-ის გამარჯვებით 4-0, თერჯოლის „საპოვნელა 2024“ გახდა პირველი გამარჯვებული ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის (U8 და U9) ტურნირის.
ამის შემდეგ ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარმა უეფას მედია-ოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ (სფფ-ს პროგრამა „ღია სახალისო ფეხბურთი“) ჩაუტარა სახალისო თამაშები ქვედა სიმონეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლების, ასევე ზედა სიმონეთის, ნახშირღელეს, ბარდუბნის, ეწერის, ჩხარის და სიქთარვის პირველ კლასელებს და გადასცა ბურთები და მაისურები.
ტურნირის გამარჯვებული ეწერის „ეწერი" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ნახშირღელეს „ნახშირღელე" 3-1 დაამარცხა და გახდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული.
სათამაშო დღის ბოლოს, ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მინი მოედანზე ტურნირის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულები და პრიზიორები ირფფ-ს პრეზდიენტმა დავით რუხაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ, ბარდუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ვერულაშვილმა, ბარდუბნის გამგებლის მოადგილემ რომან ბარდაველიძემ, ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა ირაკლი ჩხეიძემ, ელგუჯა აბულაძემ, უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ, ქართლოსის უფროსმა ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ, ქართლოსის ძმის შვილმა ნიკოლოზ ჭუმბურიძემ, ქართლოსის ბიძაშვილმა ზურაბ ქურდაძემ, ტურნირის ხელმძღვანელმა ოთარი ჭუმბურიძემ, ქართლოსის მეგობარმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, დავით სოლოღაშვილმა, ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ დააჯილდოვეს.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„ეწერი" ეწერი - I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, I ადგილის თასით, შესაბამისი მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს პრ-ტმა დავით რუხაძემ, ქართლოს ჭუმბურიძის ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ, ქართლოსის ძმის შვილმა ნიკოლოზ ჭუმბურიძემ.
2.„ნახშირღელე" ნახშირღელე - II ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ, სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ვერულაშვილმა.
3.„კლდია" ბარდუბანი - III ადგილის მფლობელები დაჯილდოვნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.საუკეთესო მეკარე - მერაბ ხვარეშია („ეწერი ") - პრიზი გადასცა ელგუჯა აბულაძემ
2.საუკეთესო მცველი - თორნიკე ვირსალაძე („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა რომან ბარდაველიძემ
3.საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა საპანაძე („კლდია" ბარდუბანი ) - პრიზი გადასცა ირაკლი ჩხეიძემ
4.საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი ლანჩავა („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა სოსო ჩაფიჩაძე
5.საუკეთესო ბომბარდირი - თორნიკე ფხაკაძე („ეწერი") - პრიზი გადასცა მანუჩარ რობაქიძემ
6.საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი წაქაძე („ეწერი") - პრიზი გადასცა დავით სოლოღაშვილმა

