საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

შეხვედრა საფეხბურთო კლუბების, სკოლების და ირფფ-ს სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან.

 

10 თებერვალს, ქ. ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების და საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელებთან.

ამის შემდეგ, ირფფ-ს ხელმძღვანელობა შეხვდა იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატის მომსახურე სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენდნენ პრაქტიკულად მთელ დასავლეთ საქართველოს.
ამ შეხვედრების ფარგლებში ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა და სამსაჯო მენეჯერმა გია კიკაჩეიშვილმა გააცნეს დამსწრეებს ის სიახლეები, რომლებიც უფრო საინტერესოს გახდის ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატს.

?>