აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ბაკურ ნინუა. შეხვედრა ზალცბურგში გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
23 ოქტომბერს, ფინეთში, ჰელსინკის HJK-ს და თურქული ტრაბზონსოპორის უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს განსჯის ალეკო აფციაური. ქართველი არბიტრის ასისტენტები დავით ჩიგოგიძე და ელენე ელოშვილი იქნებიან.
სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იმუშავებს უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე ათენის აეკსა და შოტლანდიურ აბერდინს შორის. აღნიშნული შეხვედრაც 23 ოქტომბერს გაიმართება.

