ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
12 ივნისს, 20:00 საათზე, პრესოვის ტატრან არენაზე უკრაინის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან.