საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს რიგით XVI საარჩევნო ყრილობა.



მიმდინარე წლის 16 მაისს, ქ. ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ჩატარდა იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის
რიგით XVI საარჩევნო ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:

1.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
2.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის არჩევა;
3.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წესდების ახალი, 2025 წლის რედაქციით დამტკიცება;
4.სხვადასხვა.

ყრილობას ესწრებოდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტი ქ-ნი სალომე კიკალიშვილი.
რეგისტრირებული წესდების თანახმად, ირფფ-ს წევრების მიერ ყრილობაზე მოვლენილი იქნა და სამუშაო პროცესში მონაწილეობას
იღებდა ხმის უფლების მქონე დელეგატების უმრავლესობა.

დელეგატების სრული მხარდაჭერით, მომდევნო ოთხი წლით ირფფ-ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა დავით რუხაძე.
ასევე, არჩეულ იქნა ირფფ-ის აღმასკომის წევრები:  ვახტან ბზიკაძე, ზურაბ ნიკოლეიშვილი, პაატა შალამბერიძე და რამაზ დვალიშვილი

?>