2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ევრო 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.
ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტურნირის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე განაცხადი 2023 წლის 30 მარტამდე.

ü მარკეტინგი
ü ღონისძიებების მართვა
ü მედია
ü ბილეთების ადმინისტრირება
ü აკრედიტაცია
ü სტუმრების კოორდინაცია
ü სხვა საინტერესო მიმართულებები

ü უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
ü კვებასა და ტრანსპორტირებას
ü ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
ü დახურვის ღონისძიებას
ü უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი
ü გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს
ü პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
ü მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას
შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!




