საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

”მართვე” გარი სორდიას სახელობის გათამაშებაზე გალიდერდა

23 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ იმერეთის ჭაბუკთა ღია ასაკობრივი ჩემპიონატის III ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე გაიმართა. სამივე მატჩის მომგები მერაბ შანიძის გაწრთვნილი ქუთაისის "მართვე" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.

"საფეხბურთო სკოლა" (ლანჩხუთი) - "სამტრედია" 2:2
"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 6:0
"ჩიხურა" (საჩხერე) - "მართვე" (ქუთაისი) 0:1
"ტორპედო" (ქუთაისი) - "დინამო" (ბათუმი) 1:3

ლანჩხუთში ანგარიში სტუმარმა ავთანდილ თვალაბეიშვილმა მე-9 წუთზე გახსნა, რასაც შალვა დვალიშვილმა 24-ზე უპასუხა -1:1. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან მეხუთე წუთზე ირაკლი დისიეიშვილმა უკვე გურულები დააწინაურა, თუმცა ირაკლი მელქაძემ 46-ე წუთზე ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. მას მატჩის გმირიც შეეძლო გამხდარიყო, რისთვისაც პენალტის ზუსტად რეალიზება მართებდა. სამტრედიელთა სამწუხაროდ, მელქაძემ 50-ე წუთზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა. მამუკა ფუტკარაძის გაწრთვნილებმა თერჯოლის "საპოვნელას" 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლის ავტორები არიან: ზურაბ მაისურაძე (2, 13), ლუკა კაკაშვილი (18), ნოდარ ცხადაძე (21), ჭაბუკი ლაბაძე (28) და ლუკა ბედიაშვილი (42).

ლუკა ტყეშელაშვილის მიერ 41-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო "ჩიხურასთან" გასვლითი მატჩი ქუთაისის "მართვემ" და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ჩაუდგა სათავეში.

გასვლითი მატჩი მოიგო ბათუმის "დინამომაც". აჭარლები პირველი ტაიმის შემდეგ ტორპედოელ 2004-წლამდელებს 3:0-ს ამარცხებდნენ (საბა ზოიძე, ლუკა თებიძე, საბა აშბა). ქუთათურებმა რაც შეძლეს, ეს მატჩის მეორე ნახევარში ლუკა მჟავანაძის მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი იყო.

ორი მატჩი შედგა მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაზე (2006 წელს დაბადებული ჭაბუკები). ქუთაისის "მართვე" და ს/კ "ქუთაისი" ერთმანეთს გოლგაუტანლად დაშორდნენ - 0:0. ქუთაისში, საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი, ადგილობრივმა "ტორპედომ" (მწრთვნელი კახა ლიპარტიანი) "სამტრედია-1" 3:0 დაამარცხა. გოლები გიორგი კანკიასა (4, 13 პენალტით) და თომა ბერძენაძის (9) ანგარიშზეა.

?>