1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeჩემპიონატები

ჩემპიონატები

ლიგა 4 - „წითელი" ჯგუფი

გათამაშება ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ჯგუფებში გუნდები ითამაშებენ ორ წრედ (18 მატჩი). გათამაშების მეორე ეტაპზე „წითელი" და „თეთრი" ჯგუფის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ზედა ჯგუფი", ხოლო "წითელი" და „თეთრი" ჯგუფის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ქვედა ჯგუფი".

გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა" და „ქვედა" ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ ისეთ გუნდებთან მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა" და „ქვედა" ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) გუნდები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე არ იყვნენ მათი თანაჯგუფელები.

„ზედა" ჯგუფის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ ლიგა 3-ის საგზურს. „ქვედა ჯგუფის" მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასულები გუნდები დატოვებენ ლიგა 4-ს და გადაინაცვლებენ რეგიონულ ლიგაში, ხოლო რეგიონული ლიგის გათამაშებიდან ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს 2 გუნდი და 2022 წლის ლიგა 4-ის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი. ლიგა 4-ის 2021 წლის გათამაშების კალენდარს იხილავთ მოგვიანებით.



U-17--
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2002–2003 .. „რამაზ შენგელიას სახელობის თასი", 10 გუნდი) ტარდება ერთ წრედ.


U-15 --
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2005 .. „ჯუმბერ ხაჟალიას" სახ.თასი, 9 გუნდი) ტარდება ერთ წრედ.

U-14 --
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2006 .. „როინ კვასხვაძის" სახ.თასი, 11 გუნდი) ტარდება ერთ წრედ.

U-13 იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2007 წ.დ. „გივი ნოდიას" სახელობის თასი, 14 გუნდი) ჩატარდება ორ ქვეჯგუფში: „ა" ჯგუფში ექვსი გუნდი (თამაშები ჩატარდება ორ წრედ) და „ბ" ჯგუფში რვა გუნდი (თამაშები ჩატარდება ერთ წრედ).
გათამაშების ჩემპინის ვინაობა გაირკვევა ერთი მატჩით (ნეიტრალურ სტადიონზე) ქვეჯგუფებში I ადგილზე გასულ გუნდებს შორის, ხოლო მე-3 საპრიზო ადგილებისათვის ქვეჯგუფებში II ადგილზე გასული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ასევე ერთ მატჩში (ნეიტრალურ სტადიონზე).


U-12 --
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2008 .. „გარი სორდიას" სახ. თასი, 14 გუნდი) ტარდება ერთ წრედ.


U-11 --
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2009 . "მერაბ მეგრელაძის" სახ. თასი, 14 გუნდი) თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. (ფესტივალი -- ქულები არ იწერება)


U-10 --
იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი (2010 .ჯემალ ხერხაძის" სახ.თასი, 10 გუნდი) თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. (ფესტივალი -- ქულები არ იწერება)

Free business joomla templates