2005-წლამდელებმა პირველი ტური გამართეს
დღეს, ირფფ-ს ორგანიზებულ რეგიონის ჭაბუკთა ღია ჩემპიონატში, პირველი ტურის მატჩები 2005 წელს დაბადებულმა (ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშება) ფეხბურთელებმა ითამაშეს.
ირფფ-მ ჭაბუკთა ღია ჩემპიონატები დაიწყო
1 აპრილს, დასავლეთ საქართველოს 4 ქალაქში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღია ჩემპიონატების 8 მატჩი გაიმართა. ჭაბუკთა ექვს ასაკობრივ ჯგუფში, ირფფ-ს ეგიდით 2017 წელს რამაზ შენგელიას, ჯუმბერ ხაჟალიას, გივი ნოდიას, გარი სორდიას, ჯემალ ხერხაძისა და მერაბ მეგრელაძის სახელობის ღია გათამაშებები გაიმართება.
„სამგურალის“ 12-წლამდელებმა გარი სორდიას თასი მოიგეს
ირფფ-ს ორგანიზებით დღეს კიდევ ერთი შარშანდელი ჭაბუკთა ფინალი გაიმართა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წყალტუბოს"სამგურალისა" და ქობულეთის "შუქურას" 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ქუთაისში მსაჯებმა ტესტირება გაიარეს
13 მარტს, ლიგა 3-ს დაწყებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით (სფფ-სთან შეთანხმების შემდეგ) ქუთაისში მსაჯთა პრაქტიკული და თეორიული ტესტირებები ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 21 მსაჯი, რომელთაგან 9 ახალი სეზონის წინ პირველად გადიოდა შემოწმების აღნიშნულ ეტაპებს.
სამწვრთნელო ლიცენზიების მსურველთა საყურადღებოდ!
იმერეთის რეგიონში მცხოვრებ B და C სამწვრთნელო ლიცენზიების მოპოვების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში.
ვასილ ტროიანი - 70
18 თებერვალს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში შეკრებილმა ვეტერანებმა, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის ვასილ ტროიანის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. იდეის განხორციელება, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა.
13 თებერვალს სფფ-ს აღმასკომის სხდომა გაიმართება

13 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს 2017 წლის XXIX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVIII გათამაშების დებულების დამტკიცების შესახეებ;
2. 15, 17 და 19 წლამდელთა ასაკობრივი ლიგების 2017 წლის გათამაშების დებულების დამტკიცების შესახებ;
3. 2017 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესის შესახებ;
4. სხვადასხვა
