მე-3 ადგილოსანთა დაჯილდოვება
25-26 ნოემბერს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დ. რუხაძე) სამტრედიაში, ოზურგეთსა და ქუთაისში დააჯილდოვა სხვადასხვა გათამაშების მესამე ადგილოსნები: ,,როინ კვასხვაძის" სახელობის თასზე ,,სამტრედია" სამტრედია (მწვრთნწლები: ნ. ჩიგოგიძე და ს. გოგია), ,,ჯუმბერ ხაჟალიას" სახელობის თასზე ,,მერცხალი" ოზურგეთი (მწვრთნელი ვ. ჩხაიძე) და ,,გივი ნოდიას" სახელობის თასზე ,,ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი ვ.მუშკუდიანი), რომლებსაც გადაეცათ თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.