საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული ქუთაისსა და სამტრედიაში



საქართველოში უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 27 და 28 სექტემბერს, ორი ღონისძიება დასავლეთ საქართველოში გაიმართა. 

სამტრედიაში, სფფ-ის წარმომადგენლები სამოყვარულო ლიგის ახალი გათამაშების, დასავლეთის სუპერლიგის მატჩს დაესწრნენ. მატჩი მოქმედი ჩემპიონ იანეთსა და სსკ იბერიას შორის შედგა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ბურთები და სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ. ორივე ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.

28 სექტემბერს, ქუთაისში, სფფ-ის აკადემიაში 15-წლამდე გოგონათა ლიგის მატჩები გაიმართა. მატჩებს ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები დაესწრნენ და ახალგაზრდა მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული 24 სექტემბერს, ლაგოდეხში ჩატარებული ღონისძიებით დაიწყო. 

?>