საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის XI-ე ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში 2025.

  

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში, ახლადგახსნილ ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მინი მოედანზე, ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის XI-ე ტრადიციული ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა „ნახშირღელე"  და „ზედა სიმონეთს"  შორის
ფინალურმა მატჩმა გამოიწვია დიდი ინტერესი, არა მარტო სოფელ სათემოში, არამედ მთელ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დაძაბული და საინტერესო მატჩის ძირითადი დრო, ფრედ 2-2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ზედა სიმონეთმა" გაიმარჯვა 3-2 და გახდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის თასის მფლობელი.

  • გადასვლები: 45

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის XI-ე ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში 2025

    

29 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სათემოში, საზეიმოდ გაიხსნა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ახალი  მოედანი, სადაც ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის  XI-ე ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბ-ნი ზვიად ბაზაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მეორე მოადგილე ბ-ნი მირზა ქოჩიაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი ბარათაშვილი,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები-სოფელ ზედა სიმონეთში ბ-ნი მერაბ ბაზაძე, სოფელ ქვედა სიმონეთში ბ-ნი გია ხუჯაძე, სოფელ ბარდუბანში მურად ვერულაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, დეკანოზი ამირან ქარქაშაძე, ბ-ნი ელგუჯა აბულაძე და სხვა.

ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:
ირფფ-ს პრეზიდენტმა ბ-მა დავით რუხაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-მა მანუჩარ რობაქიძემ, სოფელ ბარდუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბ-მა გოჩა ვერულაშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ბ-მა გიორგი ბარათაშვილმა, დეკანოზმა ამირან ქარქაშაძემ და სხვა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი მანუჩარ რობაქიძე:
ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ახალგაზრდებს , ახალი მინი მოედნის დაპირება გასული წლის ფინალზე მივეცი და დღეს, მიხარია, რომ ეს პირობა შევასრულე.
ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და მათთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია !
მადლობა გადაუხადა ტურნირში მონაწილე გუნდებს და წარმატებები უსურვა.

ტურნირი ტარდება ქართლოსის სამეგობროს ორგანიზებით და ირფფ-ს ჩართულობით, სადაც მონაწილეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის
10 (ათი) გუნდი.

  • გადასვლები: 168

დიმიტრი გოგოლაძის სახელობის ტურნირი U-11

 

10 დეკემბერს დასრულდა  „დიმიტრი გოგოლაძის"  სახელობის  ტურნირი  U-11 (2013 .შორის.

ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირის ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.

  • გადასვლები: 688

ჯიმშერ ვერულაშვილის სახელობის ტურნირი U-10

 

დეკემბერს დასრულდა  „ჯიმშერ ვერულაშვილის"  სახელობის  ტურნირი  U-10 (2014.შორის.

ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირის ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.

  • გადასვლები: 572

დიმიტრი გოგოლაძის სახელობის ტურნირი U-11



6 დეკემბერს, სტარტი აიღო დიმიტრი გოგოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა, U-11 (2013 წ.დ) შორის, რომელიც ტარდება
 წყალტუბოში („ა" ჯგუფი) და ქ. ქუთაისში ნიკიას ბაზაზე („ბ" ჯგუფი)

  • გადასვლები: 931

ჯიმშერ ვერულაშვილის სახელობის ტურნირი U-10



29 ნოემბერს, სტარტი აიღო ჯიმშერ ვერულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა, U-10 (2014 წ.დ) შორის, რომელიც ტარდება
 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში („ა" ჯგუფი) და ქ. ქუთაისში ნიკიას ბაზაზე („ბ" ჯგუფი).

  • გადასვლები: 743

დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი X-ე საუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში 2024.

 

4 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი X საიუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა.

  • გადასვლები: 603

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე X-ე საიუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში 2024

 


26 ივლისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის სათემო უბნის სტადიონზე დაიწყო ტრადიციული ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე X-ე საიუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში.

  • გადასვლები: 994

თემური ნადირაძის სახელობის ტურნირი U-11

 

5 დეკემბერს, დასრულდა  „თემური ნადირაძის" ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი U-11 (2012 წ.დ) შორის.

  • გადასვლები: 1102

თემური ნადირაძის სახელობის ტურნირი U-11.

 

დღეს,1 დეკემბერს სტარტი აიღო  თემური ნადირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა, U-11 (2012 წ.დ) შორის, რომელიც ტარდება           
ქ. ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში.

  • გადასვლები: 1334

გიორგი აბზიანიძის სახელობის ტურნირი U-10.

  

21 ნოემბერს დასრულდა ქუთაისის „ტორპედო"-ს ვეტერანი ფეხბურთელის „გიორგი აბზიანიძის" სახელობის ტურნირი  U-10 (2013წ.დ) შორის.

  • გადასვლები: 1001

გიორგი აბზიანიძის სახელობის ტურნირი U-10



დღეს, 17 ნოემბერს დაიწყო გიორგი აბზიანიძის სახელობის ტურნირი U-10 (2013 წ.დ) შორის.

  • გადასვლები: 1383

იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში 2023



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თაოსნობით,  სტარტი აიღო „სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშებამ" მინი-ფეხბურთში,
იმერეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის.

  • გადასვლები: 1002

დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2023.

 

დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IX ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.


ტურნირის ბოლო დღეს გაიმართა ორი მატჩი
III ადგილისთვის: „ეწერი" ეწერი - „მერცხალი" ბარდუბანი 2-3 (1-2) 

ფინალი: „სათემო" ბარდუბანი - „ზედა სიმონეთი" ზედა სიმონეთი 3-3 ძ.დ. პენ. 5-4

ამ მატჩებში მონაწილე გუნდებმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი შოვში ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას.

ფინალური მატჩის დაწყებამდე, ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარმა, უეფას მედია-ოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ, დაასაჩუქრა მაისურებით და ბურთებით ზედა სიმონეთის, ქვედა სიმონეთის და ბარდუბნის საჯარო სკოლების მეორეკლასელები, რის შემდეგ „სახალისო ფეხბურთის" პროგრამით ჩაუტარა ბავშვებს რამოდენიმე ვარჯიში, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

  • გადასვლები: 1113

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2023

  

დღეს,  28 ივლისს, სტარტი აიღო ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა IX ტრადიციულმა ტურნირმა მინი ფეხბურთში,
რომელიც ტარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის სათემო უბნის სტადიონზე.

  • გადასვლები: 1343

„ჯუმბერ ჯალაღანიას" ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2022.

 


6 დეკემბერს დასრულდა „ჯუმბერ ჯალაღანიას"  ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი  U-11 (2011წ.დ) შორის.

  • გადასვლები: 1496
?>