1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი 2018

გუშინ, 19 ოქტომბერს ვანის მუნიციპალიტეტის გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე გაიხსნა ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი 2005 წ.დ.შორის, რომელშიც მონაწილეობენ იმერეთის რეგიონის 8(რვა)გუნდი.

ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ალეკო გოგორიშვილი, ზაურ ლორთქიფანიძის შვილი - ბატონი დავით ლორთქიფანიძე, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დ.რუხაძე), ვეტერანი ფეხბურთელები და სხვები.

მათ თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ბატონი ზაურ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, მე-20 საუკუნის 50/60 წლების, ვანის ,,სულორის", სამტრედიის ,,ლოკომოტივის", ხობის ,,კოლხეთისა" და თბილისის ,,დინამოს" დუბლების ფეხბურთელი. ასეთი ტურნირების ჩატარების მიზანია ვეტერანი ფეხბურთელების სახელის უკვდავყოფა და პატივგება. ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი იქნება ყოველწლიური,ასევე გამომსვლელებმა უსურვეს წარმატება ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს.

I ტურის შედეგები ასეთია:
I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე
1. ,,სამტრედია 1" – ,,სპ.სკ" ტყიბული"0-0
2. ,,ტორპედო 1" – ,,მარგვეთი2006"ზეს6-0

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1. ,,მართვე" ვანი– ,,მართვე" ქთ.2-0
2. ,,ტორპედო 2 " – ,,სამტრედია 2"1-0


II ტურის შედეგები ასეთია:
I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე

1.,,სპ.სკ.ტყიბული."– ,, მარგვეთი2006"ზეს0-1
2.,,სამტრედია 1"- ,,ტორპედო 1"2-1

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1.,,მართვე" ქთ. – ,,სამტრედია 21-1
2.,,მართვე" ვანი - ,,ტორპედო 2"1-1

III ტურის შედეგები ასეთია:

I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე
1.,,ტორპედო-1"ქთ - ,,სპ,სკ,ტყიბული" 4-0
2.,,მარგვეთი2006" - ,,სამტრედია-1" 1-0

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1.,,ტორპედო-2" - ,,მართვე"ქთ 5-1
2.,,სამტრედია-2" - ,,მართვე" ვანი 0-2

I ჯგუფი:

N გუნდი გ.ბ.
1,,ტორპედო 1 " ქუთაისი 3 2 0 1 11-2 6
2.,,მარგვეთი2006" ზესტაფონი 3 2 0 1 2-6 6
3.,,სამტრედია 1" სამტრედია 3 1 1 1 2-2 4
4.,,სპ.სკ" ტყიბული 3 0 1 2 0-5 1
II ჯგუფი:
N გუნდი გ.ბ
1.,,ტორპედო 2" ქუთაისი 3 2 1 0 7-2 7
2.,,მართვე" ვანი 3 2 1 0 5-1 7
3.,,სამტრედია 2" სამტრედია 3 0 1 2 1-4 1
4.,,მართვე" ქუთაისი 3 0 1 2 2-8 1
ნახევარფინალური მატჩები გაიმართება ვანის ,,გრიგოლ ნიკოლეიშვილის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.

1 ნოემბერი ხუთშაბათი 2018წ.

1.,,ტორპედო-1"ქუთაისი - ,,მართვე" ვანი 14 სთ.
2.,,მარგვეთი-2006" ზესტ - ,,ტორპედო-2"ქთ 16 სთ.

სფფ-ის ლიცენზირებისა და მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი ირფფ-ში

22 აგვისტოს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის განყოფილების
(უფროსი ბაქარ ჟორდანია) და იმერეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელების შეხვედრა.
ამ შეხვედრაზე ბატონმა ბაქარ ჟორდანიამ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც მიანიჭებენ
საფეხბურთო სკოლებს შესაბამის IV, III, II და I კატეგორიებს.
საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია იმერეთის რეგიონში დასრულდება 2018 წლის ბოლოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტუმრობა ქვედა სიმონეთში.

ლევან

21 აგვისტოს იმერეთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის - სოფლის მოედნების რეაბილიტაციის ფარგლებში
ქვედა სიმონეთში პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთის მოედანი განახლდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მოყვარულებს შეხვდნენ
და საჩუქრად ბურთები, მაისურები და სხვა სპორტული ეკიპირება გადასცეს.

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2018

39575705 284024052195143 5419506587268022272 n

დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-4 ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ,,მუზეუმი" და ,,სათემო-1". შეხვედრა დამთავრდა ,,მუზეუმის" გამარჯვებით ანგარიშით 3-0,
რომელსაც გადაეცა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის გარდამავალი თასი, I ხარისხის დიპლომი და თასი I ადგილის დაკავებისათვის. შესაბამისად თასები და
დიპლომები გადაეცათ მე-2 ადგილოსან ,,სათემო-1"-ს და მე-3 ადგილოსან ,,ბარდუბანს"

აგრეთვე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები:
საუკეთესო მეკარე - გიორგი გიორგაძე (,,მუზემი")
საუკეთესო ასაკოვანი ფეხბურთელი - ზაზა საპანაძე (,,ბარდუბანი")
საუკეთესო ბომბარდირი - ალეკო ფანჩულიძე (,,მუზეუმი")
საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ჭუმბურიძე (,,სათემო-1")

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჯანელიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის მოადგილე ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლის რაიონის სოფ. ბარდუბნის გამგებელი ბატონი რომან ბარდაველიძე, ქალბატონი მაკა ჭუმბურიძე,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიალში და ისაუბრეს ქართლოს ჭუმბურიძის ღვაწლის შესახებ და ტურნირის მნიშვნელობაზე.

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2018

BB87962A-D2DF-4F40-9C45-C1549A4C61AC

დასასრულს უახლოვდება ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.

10 და 11 აგვისტოს გაიმართა ორი ნახევარფინალური შეხვედრა:

1),,სათემო-1"- ,,ნიკოლაძეების უბანი".3:3 დ.დ. 4:3
2),,მუზეუმი" -,,ბარდუბანი" 1:0

ფინალში 19 აგვისტოს ერთმანეთს შეხვდებიან:

,,სათემო-1" - ,,მუზეუმი" 12:00

ხოლო მე-3 ადგილისთვის ითამაშებენ:

,,ნიკოლაძეების უბანი" - ,,ბარდუბანი" 11:00

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates