დღეს წყალტუბოში ,,26 მაისის" სახელობის სტადიონზე გაიმართა მურად წივწივაძის სახელობის ტურნირის U-11 (2007 წ.დ. შორის) შეხვედრა მესამე ადგილისათვის:
,,საპოვნელა" თერჯოლა - ,,მართვე" ქუთაისი 0-0 (პენ 2-3) რის შემდეგაც ,,მართვე" ქუთაისი გახდა მესამე პრიზიორი
ფინალი: 24 ნოემბერი
,,ტორპედო" ქუთაისი - "სამტრედია" სამტრედია 15 სთ
17 ნოემბერს წყალტუბოში "26 მაისის" სახელობის სტადიონზე გაიმართა ორი ნახევარფინალური შეხვედრა:
1."ტორპედო" ქუთაისი - "მართვე" ქუთაისი 4-0
2."სამტრედია" სამტრედია - "საპოვნელა" თერჯოლა 4-0
ხვალ 18 ნოემბერს 11:30 სთ. წყალტუბოში "26 მაისის" სახელობის სტადიონზე ერთმანეთს შეხვდებიან მესამე ადგილისათვის
"საპოვნელა" თერჯოლა - "მართვე" ქუთაისი
ხოლო 24 ნოემბერს გაიმართება ფინალური შეხვედრა
"ტორპედო" ქუთაისი - "სამტრედია" სამტრედია 15:00 სთ
ძვირფასო ფეხბურთის გულშემატკივრებო ! ქ. ქუთაისში 19 ნოემბერს 20:00 სთ-დან "მონ-პლაზირის" ტერიტორიაზე (თოჯინების თეატრთან) დაიდგმება დიდი ეკრანი, გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში ყაზახეთის ნაკრებთან.
16 ნოემბერს, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში დაჯილდოვდნენ U-10 (2008 წ.დ) "ჯემალ ხერხაძის" სახელობის თასის გათამაშების გამორჩეული ფეხბურთელები
1. საუკეთესო მეკარე - საბა ამაღლობელი ("სამტრედია", მწვრთნელი. ო. ზაქარეიშვილი)
2. საუკეთესო მცველი - მათე გაბრიაძე ("მართვე" ქთ, მწვრთნელი. გ.კუხიანიძე)
3. საუკეთესო ნახევარმცველი - საბა ჩხეტიანი ("ტორპედო", მწვრთნელი. რ. ჩიხლაძე)
4. საუკეთესო თავდამსხმელი - ცოტნე თოდაძე ("ჩიხურა", მწვრთნელი. ნ.გოგოლაძე)
5. საუკეთესო ფეხბურთელი - თემური ცეცხლაძე ("ქუთაისი", მწვრთნელი. გ.ცუცქირიძე)
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) დღეს, 16 ნოემბერს ბაღდათში დააჯილდოვა "საირმე" ბაღდათის (მწვრთნელი ი.ეხვაია) გუნდი, რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი U-17 (2001-2002 წ.დ. შორის) "რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გათამაშებაში. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა საპატიო მესამე ადგილის შესაბამისი თასი, მედლები და დიპლომები გადასცენ გამარჯვებულ გუნდს.