საქართველო ფიფას ტალანტების განვითარების სქემაში ჩაერთვება

საქართველო ფიფას პროგრამაში - ტალანტების განვითარების სქემაში FIFA TDS ჩაერთვება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორი მარიანს პაჰარსი და ფიფას ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ.
დავით მუჯირმა უეფას კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე კვირას, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის მუშაობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

27-28 ოქტომბერს, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ეროვნულ ნაკრებთა ტურნირებისა და ფეხბურთის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

23 ოქტომბერს, უეფას ევროპა ლიგის შეხვედრაში ავსტრიული ზალცბურგი უნგრულ ფერენცვაროშს უმასპინძლებს.
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფას წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.
უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული ქუთაისსა და სამტრედიაში

საქართველოში უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 27 და 28 სექტემბერს, ორი ღონისძიება დასავლეთ საქართველოში გაიმართა.
